რელიგია
საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას, რიჩარდ ნორლანდს საქართველოში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენს წირვას ესწრება ამერიკის ელჩი საქართველოში მეუღლესთან ერთად. გულითადად მივესალმებით მათ. ელჩი ამთავრებს მოღვაწეობას და მიემგზავრება ამერიკაში. ვუსურვებთ წარმატებას და მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რასაც აკეთებდა საქართველოში", - განაცხადა პატრიარქმა.
როგორც პატრიარქის ქადაგების დასრულების შემდეგ აშშ-ს ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ყოფნის პერიოდში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი პატრიარქის გაცნობა იყო. "დიდი პატივი იყო მეხილა პირადად, რამდენად დიდ როლს თამაშობს იგი ქართულ საზოგადოებაში და რამდენად აფასებენ მას ქართველები. ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის ის, რომ დღეს პატრიარქმა ქადაგებისას ახსენა ჩემი და ჩემი მეუღლის გამგზავრების შესახებ. პატრიარქი არის დიდი ადამიანი, ჭეშმარიტად დიდი სასულიერო ლიდერი ქართული მართლმადიდებელი თემისა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.