აქტუალური
„ოკუპანტების აგრესია არ სცილდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომელიც მათ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუდგინა“ - ზაქარეიშვილი (ვიდეო)

1agresia-aqtual-3საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება, ოკუპირებული რეგიონების მიმდებარედ ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა (ვიდეო იხ. აქ). მისი თქმით, რუსეთის მცდელობა, საკუთარი ქმედებებით პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვიოს, იკარგება ქვიშაში, რადგან საქართველოს ხელისუფლების პასუხი არის მშვიდი.

იმ ფონზე, როდესაც ადამიანები არ გვეღუპება, ახალ სოფლებს და ქალაქებს არ ვკარგავთ, ჩვენს მთავარ გამოწვევად რჩება გამყოფი ხაზის გასწვრივ გაყოლებული ამ საინჟინრო ნაგებობებით დაზარალებული საქართველოს მოქლაქეები. ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ ზარალი და ამის არ დანახვა არ შეიძლება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა (ვიდეო იხ. აქ).

მისივე განცხადებით, რუსეთის ამოცანაა მოახდინოს საქართველოს დისკრედიტაცია დასავლეთის თვალში.