პუბლიკაციები
საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. გერმანიაში, ეთიკის ნაციონალური საბჭოს სხდომის შედეგებით, შესაძლოა ინცესტი დაკანონდეს, - იტყობინება Metro.
ამჟამად, გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური კონტაქტები ძმებსა და დებს, ანდა მშობლებსა და შვილებს შორის, აკრძალულია. კანონის დამრღვევებს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ეთიკის საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს გერმანიაში ბევრია ახლო მონათესავე წყვილები, რომლებიც ინცესტის აკრძალვის გამო ერთ ჭერქვეშ მალულად ცხოვრობენ. ჩინოვნიკების თქმით, გენეტიკური გადახრების მქონე ბავშვები შეიძლება გაუჩნდეთ იმ წყვილებსაც, რომლებიც არ არიან ნათესავები, თუმცა მშობლებს ამის გამო არავინ სჯის.
ჩატარებულ კენჭისყრაზე ეთიკის საბჭოს 14 წევრმა მხარი დაუჭირა მოქმედი კანონის გაუქმებას. წინააღმდეგი აღმოჩნდა 9 წევრი, ხოლო ორმა თავი შეიკავა.