პუბლიკაციები
„ეს საშუალებას მოგვცემდა, სწრაფად გაგვეძლიერებინა ნატო, თუკი ამის აუცილებლობა შეიქმნებოდა“, - განაცხადა მან. „ვიმედოვნებთ, რომ რუსები კრიზისს არ შექმნიან, თუმცა მუდამ მზად უნდა ვიყოთ, - აღნიშნა მან, - უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გავაძლიეროთ მოწინავე ძალები“.
სარდალმა ასევე განაცხადა განზრახვის შესახებ, მოამზადონ კოლორადოს შტატში განთავსებული მე-4 ქვეითი დივიზია ევროპაში გასაგზავნად. როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ოდიერნომ ასევე თქვა, რომ აშშ-ის სახმელეთო ჯარებს მეტის გაკეთება შეუძლიათ, რათა დაეხმარონ კიევს უკრაინაში რუსეთის მოქმედებებისგან დასაცავად. „უკრაინული ძალების დამატებით წვრთნას შეუძლია მოსკოვის შეკავება რაიმე საიერიშო ოპერაციისგან“, - იუწყება გამოცემა. „ეს შეაკავებდა კონფლიქტის ნებისმიერ შესაძლო ესკალაციას მომავალში“, - აღნიშნა ოდიერნომ.