შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

საქართველო, 14 ივლისი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი
ხაგან ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ფონიჭალაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.