სამართალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მდგომარეობას გაეცნენ.
მიმდინარე წლის 10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში ღრმა შეშფოთება გამოთქვა და შეაფასა, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართული, პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ.