აქტუალური
„სტიქიისგან მიყენებული ყველანაირი ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს, მაგრამ ვერაფერი აანაზღაურებს ადამიანთა სიცოცხლეს და იმ ტკივილს, რაც მათი დაკარგვით მოგვადგა ყველას“ - ირაკლი ღარიბაშვილი

aqtual-3-mtavarსაქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩვენ მომსწრენი გავხდით უამრავი იტორიისა, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი, ადამიანური და მოქალაქეობრივი ისტორიის, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეულობით გმირობის მაგალითია, რომელიც აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“,–განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს და ყველა იმ სტრუქტურას, ვინც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართველ და უცხოელ მოხალისეებს, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, მეგობარ ქვეყნებს...

მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მათ რიგებში გმირები მსახურობენ. მათ ათეულობით ჩვენი მოქალაქე გადაარჩინეს წარმოუდგენელი რისკის ფასად. რომ არა ამ ბიჭების თავგანწირვა, მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა.. სამწუხაროდ, დაგვეღუპა ერთი მაშველი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე.

იმ მძიმე წუთებში სამინისტროები, მერიის უწყებები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ და გამოავლინეს მაღალი პასუხისმგებლობა“,–აღნიშნა, კერძოდ, პრემიერ–მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სტრუქტურების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს 30-მდე თანამშრომელი კი სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველ ფოტოგამოფენაში „13 ივნისი“ მონაწილეობა მიიღო 24 ფოტოგრაფმა.

aqual-3-1 aqtual-3-2