აქტუალური
„უფრო მეტი ვიზაც გაიცემოდა, მაგრამ ჩვენი ინტერესების სექციაში თბილისში ძალიან მცირერიცხოვანი პერსონალი ფიზიკურად ვერ უმკლავდება დამატებით მოცულობას, კიდევ ორი თანამშრომლის გაგზავნის უფლებას კი საქართველო არ გვაძლევს!“ - გრიგორი კარასინი

aqtual-2-analitსაქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საქართველო რუსეთს ნებას არ აძლევს, გაზარდოს თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის სექციის პერსონალის რაოდენობა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტის" განუცხადა.

"ჩვენ არსებითად გავაფართოვეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, რომელიც რუსეთში კერძო და საოჯახო საქმეების გამო შედიან. ასევე, ჰუმანიტარული, სპორტული, კულტურული და საქმიანი კონტაქტების ფარგლებში. წელიწადში, საშუალოდ, 25 ათასი ვიზა ფორმდება. უფრო მეტიც გაიცემოდა, მაგრამ ჩვენი ინტერესების სექციაში თბილისში ძალიან მცირერიცხოვანი პერსონალი ფიზიკურად ვერ უმკლავდება დამატებითი მოცულობის სავიზო სამუშაოებს. კიდევ ორი თანამშრომლის გაგზავნის უფლებას საქართველო არ გვაძლევს", - განაცხადა კარასინმა.

2008 წლიდან რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში შუამავლობას შვეიცარიის საელჩო ახორციელებს, სადაც რუსეთის სექციაა გახსნილი.