რედაქტორისგან
„სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბაქო-სუფსას“ ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა“ - შსს-ს განცხადება და ხიდირბეგიშვილის გამართლებული პროგნოზი

samart-3-redaq-2შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით: „მიმდინარე წლის 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს .. ,,საზღვრისაღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.
მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართულ პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია, კერძოდ, შსს-ს განცხადებაში.  

მკითხველებს შევახსენებთ, რომ საქინფორმის მთავარი რედაქტორი არაერთგზის აფრთხილებდა, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიღოს ამერიკის პოლიტიკამ საქართველოში და ნატოს აქ გამოჩენამ რუსეთის ფედერაციის ინტერესების უგულებელყოფის პარალელურად. 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში იგი კონკრეტულად მიუთითებდა, რომ ნავთობ  და გაზსადენები აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე პრაქტიკულად „სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის ღობესთან“ გადის, საიდანაც „ძრავგამორთული ტანკიც კი 10 წუთში საქართველოს სამხედრო გზაზე დაგორდება“.

„რუსეთი, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსთან უფრო ახლოა, ვიდრე აშშ. თბილისიდან 40 კმ-შია განთავსებული რფ-ის სამხედრო ბაზები ცხინვალში, ოდნავ მოშორებით - აფხაზეთში. ამიტომ, როცა ამერიკელი ჯარისკაცები ლამაზად წამოიწევენ რუსთაველის პროსპექტზე, რუსი ჯარისკაცები კონტროლქვეშ აიყვანენ საქართველოს სამხედრო გზას, ლარსის ხეობას, „რუსეთ-სომხეთის“ გაზსადენს, ხიდებს, საავტომობილო დ არკინიგზებს, რათა მისი სტრატეგიული მოკავშირე - სომხეთი, ირანზე გასასვლელით, უცებ ნატოს მიერ ბლოკირებებული არ აღმოჩნდეს. ასევე, ენერგო და წყალსაცავ ობიექტებს, მაღალვოლტიანი გადაცემების ხაზებსა და სატელეფონო კომუნიკაციებს, რომლებიც დიდ ხანია სააკაშვილმა რუსულ კომპანიებს, ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ-ქვეყნებს მიჰყიდა, რუსეთთან კოლექტური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია რომ აკავშირებთ. საკმარისია გავიხსენოთ „თბილწყალი“, „თელასი“, „ყაზტრანსგაზი“, „ბილაინი“ და თითქმის ყველა ჰესი საქართველოში. და აი მაშინ მოაწყონ მიშკა სააკიანმა და მისმა პედერასტებმა აქცია „არა - ანექსიასა და ოკუპაციას!“ - აცხადებდა არნო ხიდირბეგიშვილი თავის 2014 წლის 24 ნოემბრის ინტერვიუში „ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატო და ევროკავშირი - არა ქართველი პოლიტიკოსების, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია, ის მკვეთრად კარგავს თავის რეიტინგს ამ ქართველ ხალხში და სააკაშვილის ხელისუფლებას ემსგავსება!“

 

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 13 ივლისი
საქართველო, თბილისი