სამართალი
თბილისში აზერბაიჯანის დროშის დაწვის შემდეგად გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს! - მორიგი პროვოკაციის შედეგი (ვიდეო)

samar-1-mtavarსაქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს (ვიდეო იხ. აქ). ინცინდენტი უეფას ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრისას მოხდა, გაბალა თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა.

თავდაპირველად ერთიანი აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, მის შემადგენლობაში კი რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. საქართველოს დროშას კი ცეცხლი შეხვედრის 78- წუთზე წაუკიდეს. ამ მომენტში სტადიონზე უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა ამ ფაქტს მათი მხრიდან რეაგირება არ მოყოლია.

მატჩის დასრულების შემდეგ კი ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს. კლუბში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ უეფასაც აცნობეს.

samar-1-1 samar-1-2
samar-1-3