აქტუალური
„კმაყოფილი ვარ ამ ორი ხელშეკრულების როგორც შინაარსით, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით“ - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება უკვე გააფორმა

aqt-3-an-mTსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ხელშეკრულება ძალაში 11 ივლისიდან შევიდა და მისი განხორციელება 1 იანვრიდან დაიწყება.

მეორე ეტაპი უკვე დავასრულეთ. დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას. ფრანგებმა საოცარი ხარისხის პარტნიორობა, მოწადინება, ნდობა გვაჩვენეს. ასეთი გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, პოლიტიკური ნების გარეშე არ მიიღება, რადგან, საქართველოსთან დაკავშირებით არ იყო ისეთი ცალსახა პოზიცია. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არანაირ ემბარგოზე საქართველოსთან მიმართებაში აღარ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე მიზანს, მათ შორის, თემის დივერსიფიკაცია მოვახდინეთ და ფუნდამენტური საძირკველი მივიღეთ იმისთვის, რომ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ნებისმიერი სხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტისთვის ველაპარაკოთ. კმაყოფილი ვარ ამ ორი ხელშეკრულების როგორც შინაარსით, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგულ კომპანიებს პარტნიორობის მაღალი ნდობისათვის მადლობა გადაუხადა: დიდი მადლობა ფრანგულ მხარეს, ფრანგულ სახელმწიფოსა და ამ კონკრეტულ კომპანიებს იმისათვის, რომ მთელი ეს პროცესი პარტნიორობის მაღალი ნდობის და საქართველოსთვის წარმატებაში დაინტერესების სულისკვეთებით წარიმართა. ეს ამ ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დებულებაში ჩანს“.

aqt-3-1 aqt-3-2
aqt-3-3 aqt-3-4