აქტუალური
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რესტორან "ხარფუხში" ბოკერიას ცოლთან თამარ ჩერგოლეიშვილთან, ლევან რამიშვილთან და "ნაცმოძრაობის" ცნობილ სახეებთან ერთობა! (for.ge-ს ფარულად გადაღებული ვიდეო)

aqtual-2-analitსაქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო for.ge ავრცელებს ფარულად გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც სააგენტოს ინფორმაციით, "ორიოდ დღის" წინაა გადაღებული (ვიდეო იხ. აქ). კადრებში ჩანს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც რესტორან "ხარფუხში" "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილ სახეებთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ერთობა. კადრებში ჩანან: თამარ ჩერგოლეიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან რამიშვილი.

მათ შესახებ კი, ვინც კადრებში არ ჩანს, ვიდეოს ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. როგორც პოსტიდან ირკვევა, მათთან ერთად რესტორანში გიგა ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთო კახიძე, ასევე, "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი, პროდიუსერი ირაკლი საღინაძე და სხვები იმყოფებოდნენ. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, შეკრებილები ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.