აქტუალური
“რა თქმა უნდა, ანტირუსული განწყობა იყო და არის… რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შეცდომები ორივე მხრიდან იყო დაშვებული” - „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია „РОССИЯ 24“-ს ეთერში

aqtual-1-analitსაქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა, რუსეთ-სქართველოს კავშირები და ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი - ის ძირითადი თემები იყო, რაზეც სია 24“-ის ეთერში სტუმრად მყოფმა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა (ვიდეო იხ. აქ). მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ორივე მხრიდან სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული.

"რა თქმა უნდა, ანტირუსული განწყობა იყო და არის, რადგან ბოლო წლებში სერიოზულად მუშაობდნენ ამ მიმართულებით. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შეცდომები ორივე მხრიდან იყო დაშვებული. დღეს რუსეთთან ურთიერთობა უფრო ცივილიზებულია, თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს არ ყოფნის ვაჟკაცობა, ღიად წავიდეს მოლაპარაკებებზე. რაც შეეხება ნატოს, არასწორია ქართველი პოლიტიკოსების განცხადება, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს მიზანია ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან ქვეყნის მიზანი უნდა იყოს სუვერენიტეტის გამტკიცება, დემოკრატიულობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. 2008 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზების გაჩენას მიუღებლად მივიჩნევ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.