უცხოეთი
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ერთმანეთს 2015 წლის 15 ივლისს პრაღაში შეხვდებიან

1-praRa-zar-1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში ამა წლის 15 ივლისს გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსსზურაბ აბაშიძემ დაუდასტურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კარასინსა და აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის მიმდინარეობისასაც 15 ივლისს პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს.

საგულისხმოა, რომ კარასინისა და აბაშიძის მორიგი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა გარდა, ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსეთის მხრიდან კი ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელი.