აქტუალური
ვახტანგ გომელაური: "არ ვიცი, ვნახოთ, დავრჩები თუ გადავალ" - შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა ა.წ. 1 აგვისტოდან იგეგმება

1-gomel-aqtual-3საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურისთვის უცნობია - სად გააგრძელებს საქმიანობას უწყების გაყოფის შემდეგ. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. "არ ვიცი, ვნახოთ, დავრჩები თუ გადავალ, ამას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა 2015 წლის 1 აგვისტოდან იგეგმება. პარლამენტმა შესაბამისი კანონი სამივე მოსმენით უკვე მიიღო.