2014 წელს წინასწარი პატიმრობის გამოყენების რაოდენობა 34%-ით შემცირდა. 2009-10 წლებში პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი თითქმის 100% იყო
საქართველო, 10 ივლისი,
საქინფორმი. 2009 წელს პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის
8713 შუამდგომლობიდან სასამართლომ
8198, ანუ
94% დააკმაყოფილა. 2010 წელს კი, პატიმრობის
8 761 შუამდგომლობიდან
8109 დაკმაყოფილდა, რაც
92.5%-ია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2013 წლიდან წინასწარი პატიმრობის გამოყენების რაოდენობამ შემცირება დაიწყო, ხოლო 2014 წელს ის 34%-ით შემცირდა. 2013 წელს 5222 შუამდგომლობიდან 3 413 დაკმაყოფილდა, რამაც 65% შეადგინა. 2014 წელს კი, პატიმრობის 7 176 შუამდგომლობიდან სასამართლომ 4365 დააკმაყოფილა, რაც 60%-ს შეადგენს.