აქტუალური
„სააკაშვილი თურქულ კომპანიებს ლობირებს!“ - უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებული დენის ანტონიუკი ოდესის გუბერნატორისგან მორალური ზარალისთვის მილიონსა და სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს
1-denis-aqtual-2-analitსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე დენის ანტონიუკი ქვეყნის მთავარ პროკურორს ვიქტორ შოკინს წერილით მიმართავს და ოდესის გუბერნატორზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ანტონიუკი ამტკიცებს, რომ ის საკუთარი თანანდებობიდან უკანონოდ იქნა გადაყენებული. მისი თქმით, ეს მოხდა ოდესის გუბერნატორის არაკანონიერი ქმედებების გამო. ანტონიუკი აღნიშნავს, რომ, კანონის თანახმად, სააკაშვილის არ ჰქონდა არანაირი უფლება, მონაწილება მიეღო 26 ივლისის კომისიის სხდომაზე. მისივე თქმით, ოდესის გუბერნატორს კორუფციული ინტერესები ამოძრავებს. ის თურქული კაპიტალის კომპანიების ლობირებით არის დაინტერესებული. ანტონიუკი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად კი ანტონიუკი სააკაშვილისგან მილიონ გრივნას ითხოვს.