პუბლიკაციები
საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის ინფორმაციით, მისმა მოადგილე ეკა ზღულაძემ შესაძლოა ნაციონალურ პოლიციას უხელმძღვანელოს.
„ჩემი აზრით, ლოგიკური იქნება, თუ ახალი პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობას ეკა ზღულაძე დაიკავებს. თუმცა ამის გარდა, არის კიდევ სხვა ფაქტორები - მისი სურვილი და აგრეთვე ის, რომ შესაძლოა, მისი ცოდნა ჩვენ სხვა რეფორმებისთვის გამოვიყენოთ. საკითხი განხილვის პროცესშია. გადაწყვეტილებას 3 თვეში მივიღებთ. გადაწყვეტილება ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ, იმ დროს გახდება ცნობილი, როცა სიტყვა მილიცია დავიწყებას მიეცემა“, - განაცხადა ავაკოვმა.