უცხოეთი
უკრაინის ნაციონალურ პოლიციას შესაძლოა ეკა ზღულაძე ჩაუდგეს სათავეში

1-eka-zar-3-anსაქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის ინფორმაციით, მისმა მოადგილე ეკა ზღულაძემ შესაძლოა ნაციონალურ პოლიციას უხელმძღვანელოს.

ამის შესახებ არსენ ავაკოვმა ტელეარხ 24-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჩემი აზრით, ლოგიკური იქნება, თუ ახალი პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობას ეკა ზღულაძე დაიკავებს. თუმცა ამის გარდა, არის კიდევ სხვა ფაქტორები - მისი სურვილი და აგრეთვე ის, რომ შესაძლოა, მისი ცოდნა ჩვენ სხვა რეფორმებისთვის გამოვიყენოთ. საკითხი განხილვის პროცესშია. გადაწყვეტილებას 3 თვეში მივიღებთ. გადაწყვეტილება ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ, იმ დროს გახდება ცნობილი, როცა სიტყვა მილიცია დავიწყებას მიეცემა“, - განაცხადა ავაკოვმა.