ეუთოს პარლამენტარებმა უკრაინაში რუსეთის „სამხედრო აგრესია“ დაგმეს
საქართველო, 9 ივლისი,
საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია რუსეთის "
ცალმხრივი და უსამართლო თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე". 8 ივლისის კენჭისყრისას რეზოლუციას მიემხრო
96 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო
7, თავი შეიკავა
32-მა. დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს უკრაინაში მძიმე იარაღის, ტყვია-წამლის შეტანა და რუსეთის არმიის შენაერთების და დაქირავებული ჯარისკაცების შეგზავნა, შეუწყვიტოს სამხედრო, ფინანსური დადახმარება პრორუსულ სეპარატისტებს.
რეზოლუციაში გამოხატულია ღრმა შეშფოთება ყირიმის ვითარების გამო. რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სხდომებს ჰელსინკში ბოიკოტს უცხადებს, რადგან ფინეთმა განაცხადა, რომ მათზე არ დაუშვებს რუსეთის დუმის სპიკერს, სერგეი ნარიშკინს და ხუთ სხვა დეპუტატს.