უცხოეთი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი აუცილებლობად მიიჩნევს საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაციას

1-lagard-zar-1საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს საბერძნეთს კრიზისის დაძლევის გზების ძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა ვაშინგტონში განაცხადა. კრისტინ ლაგარდმა საბერძნეთს რეფორმების გეგმის შემუშავებისკენ, ევროპას კი ვალების რესტრუქტურიზაციისკენ მოუწოდა.

საბერძნეთი მწვავე კრიზისში იმყოფება, რასაც სერიოზული და სწრაფი რეაგირება სჭირდება. ჩვენ ისევ მზად ვართ, დავეხმაროთ საბერძნეთს სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდისა და გადახდისუნარიანობის აღდგენის პროცესში. თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბოლომდე იცავს თავის წესებს და სამართლიანობას, რის გამოც განსაკუთრებულ პირობებს ვერავის შევთავაზებთ“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.