აქტუალური
გამოცემა 49: 2015 წელს ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთიდან საშუალოდ 290 მლნ. დოლარით ნაკლები იქნება, 2014 წელთან შედარებით

1-dengi-aqtual-1-analitსაქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. 2015 წლის ბოლომდე მოსალოდნელია ფულადი გზავნილების 330 მლნ. დოლარით შემცირება.

ქვეყნების მიხედვით ჩამორიცხვების სტრუქტურა არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რადგან პირველ ხუთეულში შედიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: რუსეთი (37%), საბერძნეთი (16%), იტალია (10%), აშშ (9%) და უკრაინა (7%).

2015 წლის იანვარი - მაისის პერიოდში, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული (23.2%; -132.4 მლნ. დოლარი), 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. გზავნილები შემცირებულია რუსეთიდან (-42.4%; -119.8 მლნ.დოლარი), საბერძნეთიდან (-18.1%; -15.3 მლნ.დოლარი) და იტალიიდან (-11.6%; -5.8 მლნ.დოლარი), რომელთაც ყველაზე მაღალი წილი აქვთ ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, - იუწყება pmcg-i.com.

2015 წლის იანვარი - მაისის პერიოდში, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ რუსეთზე მოდის, თუმცა მისი წილი შემცირებულია (13 პროცენტული პუნქტი). აღნიშნულ პერიოდში საბერძნეთიდან გზავნილების შემიცირება (-15.3 მლნ. დოლარი), არ არის ძალიან დიდი, თუმცა საბერძნეთში შექმნილი მდგომარეობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გზავნილების მოცულობის შემცირებას ხანგრძლივი ეფექტი ექნება.

2015 წელს იანვარი - მაისის პერიოდში გაზრდილია ჩამორიცხვები აშშ-დან (26.2%; 8.0 მლნ. დოლარი) და უკრაინიდან ( 21.9%; 5.3 მლნ. დოლარი). აღნიშნული ზრდა ვერ აბალანსებს რუსეთიდან, საბერძეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების შემცირებას.