ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 32 მოქალაქე დააკავა
საქართველო, 8 ივლისი,
საქინფორმი. ესპანეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად საქართვველოს
32 მოქალაქე დააკავა. 30 პირის აყვანა მადრიდში, 2-ის კი ვალენსიაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით,
დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფი, რომლის ძირითად საქმიანობა ბინების გატეხა და ძარცვა იყო. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთაგან რამდენიმე ე.წ კანონიერი ქურდია.
საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ესპანურ მედიაში „ქართული მაფიის წინააღმდეგ“ ჩატარებული სპეცოპერაცია უწოდეს.