უცხოეთი
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მთავრობის წინადადების მიღების თაობაზე, რომელიც დამნაშავეების გადმოცემაზე საქართველოსთან ერთობლივი შეთანხმების გაწყვეტას ითვალისწინებს, განკარგულება გამოსცა.
რუსეთის იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ რუსეთი საქართველოსთან შეთანხმებაზე უარს ამბობს, იმის გამო, რომ ეს საკითხი რეგლამენტირებულია თავისუფლების აღკვეთის მისჯილთა კონვენციით, რომელზეც ორივე ქვეყანაა მიერთებული.
რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქართულ მხარეს შესაბამისი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს.