პუბლიკაციები
პუტინმა და ციპრასმა საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგები განიხილეს

1-cipr-zar-3-anსაქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ორშაბათს, ათენის ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და და საბერძნეთის პრემიერ ალექსის ციპრასს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - იუწყება კრემლის პრესსამსახური.

„განხილული იქნა საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის შედეგები საერთაშორისო კრედიტორების მიერ ათენისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის პირობების თაობაზე, ასევე იმსჯელეს რუსეთ-საბერძნეთის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ“, ნათქვამია ცნობაში.