პუტინმა და ციპრასმა საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგები განიხილეს
საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ორშაბათს, ათენის ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და და საბერძნეთის პრემიერ ალექსის ციპრასს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - იუწყება კრემლის პრესსამსახური.
„განხილული იქნა საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის შედეგები საერთაშორისო კრედიტორების მიერ ათენისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის პირობების თაობაზე, ასევე იმსჯელეს რუსეთ-საბერძნეთის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ“, ნათქვამია ცნობაში.