უცხოეთი
გამოაშკარავებულია იაცენიუკის საიდუმლო მიმოწერა აშშ-თან: როგორ აძლევენ ბრძანებებს მარიონეტებს კიევში

1-iacen-zar-1-anსაქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა ლეონიდ კოჟარამ გამოაქვეყნა წერილის ასლი, რომელიც აშშ-ის სენატორმა რიჩარდ ჯეი დურბინმა უკრაინის პრემიერ არსენი იაცენიუკს გაუგზავნა.

დოკუმენტში საუბარია პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტზე, რომელიც იაცენიუკის მთავრობის ცალკეული მინისტრების გადაყენების ინიცირებას ახდენს.

ამასთან, სენატორი ასახელებს მინისტრთა კაბინეტში ამერიკული ინტერესების მთავარი ლობისტების ვინაობას. ეს, გარდა იაცენიუკისა, აგროსამრეწველო კომპლექსის მინისტრია.

აი ვინ არიან თანამედროვე უკრაინული პოლიტიკის მთავარი მეთოჯინეები“, - აკომენტარებს წერილის შინაარსს თავად კოჟარა.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო იაცენიუკ!

გწერთ, რათა დაგარწმუნოთ, რომ აშშ-ის სენატი აგრძელებს თქვენთვის ნდობის გამოხატვას და იზიარებს თქვენს შეშფოთებას უკრაინის მთავრობაში პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ საკვანძო ფიგურების პოსტიდან გათავისუფლების მოსალოდნელობასთან დაკავშირებით.

გეთანხმებით, რომ აუცილებელია ყველა ზომის გამოყენება, რატა აგროსამრეწველო კომპლექსის მინისტრის პოსტი ალექსეი პავლენკომ შეინარჩუნოს.

მისი გაყავისუფლება შექმნის დამატებით დაბრკოლებებს აშშ-სა და უკრაინის აგრარულ კომპანიებს შორის კოოპერაციის გაძლიერების გზაზე. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ იური ნედაშკოვსკი დარჩეს კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტად.

ამასთანავე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ აშშ-ის სენატმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ დახურულ სხდომაზე განიხილა თქვენი წინადადებები შს მინისტრ არსენ ავაკოვთან, ენერგეტიკის მინისტრ ვლადიმერ დემჩიშინთან და კომპანია „უკრგაზდობიჩის“ ხელმძღვანელი სერგეი კოსტიუკთან დაკავშირებით.

სენატორთა უმეტესობა ფიქრობს, რომ არც მინისტრი დემჩიშინი და არც მინისტრი კოსტიუკი არ შეესაბამებიან მუშაობის მოთხოვნებს.

არ არსებობს მკაფიო გადაწყვეტილება მისტერ ავაკოვის პრობლემასთან დაკავშირებით. სენატორების აზრი გაიმიჯნა. მიზანშეწონილად მიმაჩნია ამ საკითხის გარკვეული დროით გადადება“, წერს სენატორი იაცენიუკს.