სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიება ჩაატარეს

1-kumisi-samart-2საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა გაგზავნილი კუმისის განყოფილების ავტოცისტერნა. ოპერაციაში ჩართულ იქნა თბილისის, გარდაბნის და რუსთავის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 14 სახანძრო და სამაშველო ერთეული. ხანძრის ქრობის ღონისძიებაში მონაწილეობდა 120 მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი. ხანძრის შედეგად დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლი და სამი დამხმარე ტიპის ნაგებობა. დაშავებული არაა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.