რელიგია
ილია მეორე: „ვაჩვენოთ ევროპას, რომ საქართველოს ევროპაზე ადრე ჰქონდა მაღალი კულტურა“

1-patr-sazog-1-relig-1საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქი საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და ბერძენ ერს მშვიდობა უსურვა.

საბერძნეთში მიმდინარეობს ხალხის გამოკითხვა, სურთ თუ არა ხალხს ევროკავშირში დარჩენა. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ფასეულობები... ჩვენი ქართული ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა.

ჩვენი სულიერება იმდენად ძლიერია და მაღლა დგას, უცხო ქვეყნებს შეუძლიათ ბევრი რამ ისწავლონ საქართველოსთან. ჩვენ ვუსურვებთ ბერძენ ხალხს, მშვიდობამ დაისადგუროს მათ გულში. მითუმეტეს, როცა ჩვენ გვიჭირდა, მრავალი ქართველი წავიდა საბერძნეთში და იქედან ეხმარებოდნენ ოჯახებს. ვფიქრობ, ეს განსაცდელი მალე გაივლის", - ბრძანა, კერძოდ, პატრიარქმა.