აქტუალური
„ქართული ოცნების“ ყოფილი „სახე“ ელისო ჩაფიძე, რომელიც ივანიშვილის წყალობით მდიდარი პარლამენტარი გახდა და გათხოვდა, დღეს გეი-ქორწინებების მომხრეა საქართველოში!

1-eliso-aqtual-3-analitსაქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომლის თქმითაც, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ქართული საზოგადოების ნაწილზე იმოქმედოს, თუმცა პოლიტიკურ ურთიერთობებზე – არა.

„ის, რომ ამერიკა ჩვენი მთავარი, სტრატეგიული მოკავშირეა, რომელიც როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს მხარში უდგას – ცხადზე ცხადია. ამ სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი მხრიდან რაიმე დამოკიდებულება რომ გადაიხედოს, არ მგონია, რომ ეს ან ლოგიკური იყოს ან ჭკვიანური. მიუხედავად ამისა, არიან ექსტრემისტულად განწყობილი ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, თუნდაც სოციალურ სივრცეში გამოთქვან თავიანთი მკვეთრად უარყოფითი მოსაზრებები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. ესეც დემოკრატიის მონაპოვარია”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ “17 მაისთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლგბტ ქორწინება ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გახდა.

29 ივნისს კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოპულარული ქართული ყოველკვირეული გაზეთი “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

1-eliso-aqtual-3-an-qv