აქტუალური
მოძრაობა „სახალხო სამართალი“: „იმ ცოცხებით, რომლითაც ხალხს აუპატიურებდნენ, სააკაშვილის და მისი გუნდის დანაშაულთა კვალის წაშლა დაიწყო... ერთად შევძლებთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის გასამართლებას“

1-saaxalxo-aqtual-1-analitსაქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. მოძრაობა „სახალხო სამართალი",  რომლის დამფუძნებლები ლევან მამალაძე, ემზარ კვიციანი და სულხან მოლაშვილი არიან, მიმართვას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა საზოგადოების მონაწილეობით უნდა აღდგეს.

აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

მიმართვა ქართველ საზოგადოებას!

საქართველოს უახლეს ისტორიაში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი დაფიქსირდა როგორცავტორიტარული სისხლიანი რეჟიმის ხანა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ანადგურებდა საქართველოს და მის მოსახლეობას. ქვეყანა ჩათრეულ იქნა შეიარაღებულ კონფლიქტში, დაიკარგა და ჩაბარდა საქართველოს ტერიტორიები. სააკაშვილმა თავი კანონზე მაღლა დააყენა და უგულებელყო თავისუფალი პრესის და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. მან პოლიტიკური ანგარიშსწორება და ადამიანთა განადგურება ჩვეულ საქმედ აქცია. მოსახლეობა იძულებული გახდა, მასობრივად დაეტოვებინა სამშობლო, რითაც საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.

განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეთა მიმართ წარმოუდგენელი რეპრესიები განხორციელდა. ადამიანებს უსაფუძვლოდ, მოგონილი მიზეზების გამო აპატიმრებდნენ, ართმევდნენ და ისაკუთრებდნენ მათ ბიზნესს, ქონებას, სიცოცხლეს. მართლმსაჯულების, სამართალდამცავი და კანონსაზედამხედველო სახელმწიფო სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორების და ძალადობრივ მექანიზმად იქცა. ადამიანების დაშინების და მოსპობისთვისპოლიციაში ზონდერჯგუფები ჩამოყალიბდა, ხოლო პროკურორებისა და მოსამართლეების დიდმა ნაწილმა დანაშაულებრივი გზით უამრავი ადამიანი პოლიტდევნილად და პოლიტპატიმრად აქცია. კონსტიტუციური უფლებები ხელყოფილ იქნა, სიმართლის თქმა იკრძალებოდა, ხელისუფლების ძალადობის საწინააღმდეგოდ გამართული ყველა საპროტესტო აქცია უმოწყალოდ დარბეულ იქნა, რასაც მოქალაქეთა მსხვერპლი მოჰყვა.

მოსახლეობისადმი რეჟიმის ცინიზმს საზღვარი არ გააჩნდა, ყველაფერი ფსევდოდემოკრატიისა და ფსევდოლიბერალიზმის სახელით კეთდებოდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ანგარიშსწორება „დემოკრატიის მიღწევად" მონათლა და საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა.

სამწუხაროდ, დასავლეთის განვითარებული ქვეყნები საქართველოში მიმდინარე უსამართლობაზე, ძალადობაზე და ადამიანის უფლებათა შელახვაზე თვალს ხუჭავდნენ და სისხლიან რეჟიმს „დემოკრატიის შუქურად" აცხადებდნენ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების თვითნებობა იქამდე მივიდა, რომ არასასურველ პირებს ციხეებში სვამდნენ, აუპატიურებდნენ და ანადგურებდნენ, რასაც კამერებით იღებდნენ და შემდგომ ტკბებოდნენ ამ უმსგავსობის ყურებით. მაშინ საქართველომ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავანა სამართლევთა რაოდენობით.

ხალხის უკმაყოფილებისა და სააკაშვილის რეჟიმის აუტანლობის ფონზე, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა შექმნილმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ" შეძლო, გამარჯვება მოეპოვებინა საპარლამენტო არჩევნებში და მოეშორებინა სააკაშვილის თავსმოხვეული დიქტატი. ახალმა გამარჯვებულმა ძალამ მთელი ერის წინაშე ვალდებულება აიღო, რომ მოახდენდა საყოველთაო სამართლიანობის აღდგენას და სახელმწიფო სტრუქტურებს მოაშორებდა სააკაშვილის რეჟიმის შემოქმედ პირებს. სამწუხაროდ, არც კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ გაიწმინდა სახელმწიფო სტრუქტურები სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეთაგან, რომელნიც არამარტო თანამდებობებზე დარჩნენ, არამედ ზოგიერთი დაწინაურებულიც კი იქნა. იმ ცოცხებით, რომლითაც ხალხს აუპატიურებდნენ, სააკაშვილის და მისი გუნდის დანაშაულთა კვალის წაშლა დაიწყო.

გაანადგურეს 50 000-ზე მეტი ნივთმტკიცებულება აუდიო-ფოტო-ვიდეომასალა, რომლის მეშვეობითაც უადვილესი იყო მკვლელთა მხილება და სამართლიანად დასჯა. ხელშეუხებელნი დატოვეს ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც გაცნობიერებულად ასრულებდნენ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის უკანონო ბრძანებებს, ხელყოფდნენ ადამიანთა სიცოცხლეს და წლობით უმოწყალოდ ციხეში კეტავდნენ წამებისთვის განწირულ ადამიანებს.

ხელისუფლებამ დეკლარირებულ სამართლიანობის აღდგენას შერჩევითი ხასიათი შესძინა. ათასობით დაზარალებული ადამიანის განცხადება დღემდე განუხილველად დევს და რეაგირების გარეშეა, ხოლო საქმეები, სადაც გამოკვეთილია დამნაშავე პირები, შეგნებულად შეჩერებულია.

იური ვაზაგაშვილისა და ბესიკ ხარძიანის ბრძოლამ სამართლიანობისთვის უშედეგოდ ჩაიარა, თითქოს ამადამიანების სიცოცხლე ტყუილად შეეწირა სამართლიანობისთვის ბრძოლას.

მთავრობის მცდელობამ, ჩამოეყალიბებინა კანონიერების აღდგენის ქმედითი მექანიზმი, შედეგი არ გამოიღო. პირიქით, შეინიშნება დღევანდელი ხელისუფლებისა და სააკაშვილის რეჟიმის შერწყმის სახიფათო ტენდენცია. ხელისუფლება გარკვეული პოლიტიკური ძალების, თანამდებობის პირებისა და ელჩების გავლენის ქვეშ არის მოქცეული და სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეფერხებულია.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, მთელმა ქართველმა საზოგადოებამ, უნდა მოვინდომოთ და აღვადგინოთ სამართლიანობა. დავუბრუნოთ ღირსება, წართმეული ქონება რეპრესირებულ ადამიანებს. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა დამნაშავე და ჯალათი.

ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ხალხია ხელისუფლების წყარო და ხალხი განსაზღვრავს სამართლიანობის აღდგენის პროცესს და არა მოსყიდული ჩინოვნიკები.

ფართო საზოგადოების სურვილის საფუძველზე დაყრდნობით, ჩვენ ვქმნით მოძრაობას „სახალხო სამართალი"! ყველას, ვისაც ღირსება შეგილახეს, ვისაც კუთვნილი წაგართვეს, ვისაც წლობით გაწამებდნენ და უსამართლოდ გკეტავდნენ საპყრობილეში, მოღალატედ გაცხადებდნენ და გდევნიდნენ, ვის თავზედაც დატრიალდა წიქვილის ქვები, მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ და ერთად აღვადგინოთ რეალური, სახალხო სამართალი. ერთად ვამხილოთ სისხლიანი ზონდერები!

ერთად ვამხილოთ ჯალათი პროკურორები და მოსყიდული მოსამართლეები! მივმართავთ სააკაშვილის რეჟიმით რეპრესირებულ მოქალაქეებს და დაღუპულთა ახლობლებს, შემოგვიერთდით, რათა ერთად მივაღწიოთ სამართლიანობის ჭეშმარიტ აღსრულებას.

სწორედ ერთად, საქართველოს კონსტიტუციაზე და კანონმდებლობაზე დაყრდნობით შევძლებთ უპრეცედენტო სახალხო სასამართლოს გამართვას და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის გასამართლებას, პასუხს ვაგებინებთყველა დამნაშავეს და მოღალატე ჩინოვნიკს, რათა გაიწმინდოს სახელმწიფო სტრუტურები და ხელისუფლება ჩადგეს ხალხის სამსახურში. ერთობლივი ძალებით დავიბრუნებთ წართმეულ ღირსებას და რეალურად შევძლებთ სამართლიანობის აღდგენას საქართველოში.

ჩვენ, ხალხმა, უნდა უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა და სამართლიანობა!"- აღნიშნულია მოძრაობა „სახალხო სამართალის“ განცხადებაში.

http://reportiori.ge/?menuid=3&id=71124