უცხოეთი
ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინელ ქალებზე ძალადობისთვის მიემგზავრებიან

1-nasilovat-zar-2-anსაქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ამერიკელ ჯარისკაცს თავისი ჩექმით (უფრო ზუსტად, ელეგანტური ფეხსაცმლით) თავისუფლების მიწა მოაქვს. იქ, სადაც ამერიკული ჯარები მიდიან, ჰაერი მაშინვე თავისუფლებით იჟღინთება, წყალს თავისუფლების გემო დაკრავს და სახლებიც კი განსაკუთრებულად, „თავისუფლად“ იწვიან. ეს უკვე დაავიწყდათ გერმანიაში, თუმცა, ჩინებულად ახსოვთ ვიეტნამში, პანამაში, გრენადაში, იუგოსლავიაში, ავღანეთში, ერაყსა და სხვა ადგილებში, სადაც დესანტებად გადასხდნენ მამაცი იანკები, რომლებიც მხოლოდ ზომით მცირე და მათზე სუსტი სამხედრო ძლიერების მქონე ქვეყნებს ესხმიან თავს. თუმცა, პატარა ვიეტნამში მუშტიც მიიღეს კბილებში, რის შემდეგაც თავის ჯარისკაცებს აქა თუ იქ მხოლოდ სარაკეტო წმენდის შემდეგ გადასხამენ.

ატლანტიკის ერთ მხარეს მყოფი ჯენტლმენი პასუხს არ აგებს იმაზე, რასაც სხვა ჯენტლმენი ატლანტიკის მეორე მხარეს სჩადის“ - ამერიკელები, მართალია, ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის თითქმის 240 წლით ამაყობენ, მაგრამ უწინდებურად ვერ გათავისუფლდნენ ტრადიციულ ანგლო-საქსური დამოკიდებულებისგან გარე სამყაროსადმი. მეპატრონულ-ამრეზილი დამოკიდებულების გამოცდა კი სრულად მოუწევთ საკუთარ თავზე უბედურ უკრაინელ გოგონებს, რომლებსაც ვერავინ დაიცავს ამერიკელი სამხედროების ძალადობისგან.