უცხოეთი
საბერძნეთის უარი კრედიტორებს

1-oxi-zar3-anსაქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. გუშინ ბერძენმა ხალხმა თავისი დემოკრატიული არჩევანით უარი უთხრა ტექნოკრატიულ ევროპას და "ქამრების შემოჭერის პოლიტიკას". უკვე 5 წელია სამეული (სავალუტო ფონდი, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპული კომისია) საბერძნეთს მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ავალდებულებს, რამაც საგარეო ვალი უპრეცენდენტოდ გაზარდა და ქვეყანა ჰუმანიტარულ კრიზისამდე მიიყვანა. 2015 წლის იანვარში ბერძნებმა მარიონეტი მთავრობა არჩევნების გზით შეცვალეს მემარცხენე პარტიის სირიზას მთავრობით, რათა შეეჩერებინათ ფინანსური ელიტების მიერ ქვეყნის განადგურება. სირიზას და ინსტიტუტების ხუთთვიანი მოლაპარაკების პერიოდში დასავლური მედიის საშალებით, მუდმივად მიმდინარეობდა პროპაგანდა მემარცხენე მთავრობის წინააღდეგ. მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ, გამოცხადებული რეფერენდუმის წინ, ეს პროპაგანდა უფრო გაძლიერდა და დაემატა ფინანსური შანტაჟი, საბერძნეთში დახურეს ბანკები, ბერძენი მოსახლეობა მუდმივად ისმენდა კორპორატიული მედიისგან, თუ როგორ მიყავდა მემარცხენე მთავრობას ქვეყანა დაღუპვისკენ. ამ ყველაფრის ფონზე ბერძნებმა წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინეს და 60%-ით უარი უთხრეს კრედიტორების შემოთავაზებულ მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას.

ამ რეფერენდუმით ბერძნებმა შემოატრიალეს ევროპული პოლიტიკა და კვლავ დააბრუნეს მასები პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, რომ საბერძნეთის მთავრობამ ასეთ ფორმატს მიმართა და შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, თავად გადაეწყვიტა თავისი ბედი, იმ დროს როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩამოცილებული იყო პოლიტიკაში მონაწილეობას, რომელმაც აქამდე მიიყვანა საბერძნეთი, პოლიტიკას, რომელსაც ფინანსური ელიტები და ბანკები ხალხის გვერდის ავლით ახორციელებდნენ, იღებდნენ რა ვალებს და მოგებას, ხოლო ვალის დაბრუნებას აკისრებდნენ მშრომელთა კლასს, პენსიონერებს სტუდენტებს და სხვებს, რომელთაც არაფერი მიუღიათ.

ეს იყო კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ანტიკაპიტალისტური მოძრაობებისთვის, რომელიც დღეს anti-austerity (მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის მოწინააღმდეგე) პოლიტიკის სახით გვევლინება და რომელიც დღიდითდღე ძლიერდება სამხრეთ ევროპაში. დღეს კრედიტორები კვლავ მიუსხდებიან საბერძნეთთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას, მაგრამ ახლა უკვე ძალთა ბალანსი შეცვლილია. ამ 5 დღის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამართული სოლიდარობის აქციები და ბერძენი ხალხის ცალსახა პოზიცია, ფინანსურ ელიტებს და ევროპის ისტაბლიშმენტს, უკან დახევის გარდა, სხვა გზას აღარ უტოვებს.

http://selforgnetwork.blogspot.com/2015/07/blog-post_5.html#sthash.cmUEnFbe.dpuf