ქდმ-მ გადასახადების გადახდის ახალი სისტემის წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა

"ქრისტიან-დემოკრატები" კომუნალური გადასახადების ერთიანად გადახდის წესს აპროტესტებენ.მათი განცხადებით, მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის მიუღებელია მონოპოლიური საქმიანობა, საერთო ფინანსური ინტერესის გარშემო რამდენიმე მონოპოლისტი იკვრება და, პრაქტიკულად, მრავალდარგობრივ მონოპოლიურ კორპორაციას ქმნის.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" გაერთიანებული ქვითრის შემოღების წინააღმდეგ დღეს ხელი მოაწერეს სარჩელს, რომელსაც სასამართლოში შეიტანენ.