უცხოეთი
ზიმბაბვეს პრეზიდენტმა გეი-ქორწინებების ლეგალიზაციის შემდეგ ბარაქ ობამას ხელი სთხოვა

1-mugabe-zar-1-anსაქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ საჯაროდ დაგმო აშშ-ს გადაწყვეტილება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ.

ზიმბაბვეს ეროვნულ რადიოსთან (ZBC) საუბარში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  ადამიანები ქრისტეს მცნებების დარღვევას არ უნდა ცდილობდნენ.

ვინაიდან პრეზიდენტი ობამა მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას, იცავს ჰომოსექსუალებს და სასამოვნო გარეგნობა აქვს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე ჩავალ ვაშინგტონში, მუხლმოდრეკილი მივალ და ხელს ვთხოვ მას! არ მესმის, თუ როგორ ბედავენ ეს ადამიანები ქრისტეს მცნებების უარყოფას. ამერიკული ტრადიციები დაფუძნებული იყო ქრისტიანულ პრინციპებზე, მაგრამ აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ერის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს", - განაცხადა მუგაბემ.

წინა კვირას აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთსქესიანთა ქორწინება არის აშშ-ს ყველა მოქალაქის უფლება, შესაბამისად, ის ამიერიდან ყველა შტატში ლეგალური იქნება. საკითხზე უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე მსჯელობდა და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით - ხუთი ოთხის წინააღმდეგ - მიიღეს.