აქტუალური
„ეს იქნება უპრეცენდენტო და რევოლუციური რეფორმა. სისტემა მოწესრიგდება და შეიქმნება სერიოზული, პროფესიული, ევროპული, თანამედროვე, ცივილიზებული საჯარო სამსახური“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1-gariba-aqtual-3საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრთა კაბინეტის მიერ განხილული კანონპროექტი, საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ, პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

წინა ხელისუფლების დროს, ადამიანთა დაწინაურება ხდებოდა მხოლოდ პოლიტიკური და არა - პროფესიული ნიშნით. ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ“,- განაცხადა პრემიერმა და გაწეული სამუშაოსთვის საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელ ეკა ქარდავას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლიერებით აღნიშნა ევროკავშირის, სიგმას, USAID-ის როლი კანონპროექტის მომზადების საქმეში და განაცხადა, რომ ხელისუფლება ვადაზე ადრე შეასრულებს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმას გულისხმობს.