როცა სააკაშვილი შორსაა, მისი შოუს ყურება ერთ სიამოვნებად ღირს! ცუდი კი ისაა, რომ ბევრს უკრაინაში მისი სჯერა...
აი როგორ ხატავს ამ კომიქსს თავად სააკაშვილი თავის Facebook-გვერდზე:
აქტი პირველი
„წუხელ კვლავ განხორციელდა დივერსია ერთ-ერთი ოდესური კაფეს „У Ангеловых“ წინააღმდეგ, ასაფეთქებლის გამოყენებით. ასეთი კრიმინალური გამოხდომები, პირველ რიგში, ძალზე იოლი განსახორციელებელია ოდესის უვარგისი ღამეული განათების გამო. დღეს საღამოს მერთან ერთად ოდესის ქუჩის განათებისა და ოდესის „სინათლის ქალაქად“ გადაქცევის პროგრამას, ასევე, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავაყენოთ კამერები ყველა ქუჩაზე და ხალხის თავშეყრის ადგილებში. ახალ პატრულთან ერთად, რომელიც ჩვენთან უკვე აგვისტოში ამოქმედდება და შინაგან საქმეთა სამმართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად წესრიგის დამყარებას შევძლებთ.
სხვათა შორის, დღეს საღამოს ჩაის დასალევად მივდივარ „ანგელოვებთან“ და ყველას ამისკენ მოვუწოდებ, სოლიდარობის გამოსახატავად“.
აქტი მეორე
„მივედი საღამოს „ანგელოვებთან“, კაფეს მფლობელი ირინა ჩემი ძველი ნაცნობი აღმოჩნდა. ერთმანეთი გარკვეული ხნის წინათ ეთნიკური სამზრეულოს ფესტივალზე გავიცანით. აქამდე მახსოვს მისი შემწვარი კარტოფილის გემო. ის მაოცებს თავისი ოპტიმიზმითა და სიცოცხლისმოყვარეობით. კიდევ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რომ გვიან საღამოს კაფე სავსე დამხვდა და სიხარულით მაცნობეს, რომ ირინას ქალიშვილის მიერ მომზადებული ყველა საფირმო ღვეზელი უკვე გაიყიდა. ასე რომ - ტერორით ოდესას ვერ შეაშინებენ“ (ვიდეო იხ. აქ).
აქტი მესამე
„ირინასნაირები არ ნებდებიან. ირინა ანგელოვა მისი კაფეს აფეთქების შემდეგ მაინც არ გამოიყურება შეშინებულად და დათრგუნვილად“.
ბრავო, მიშა! დაფდაფები გრგვინავს, გმირის ფანატი ქალები ზედ ტანსაცმელს იხევენ და სცენაზე ვარდები ცვივა! აი ოღონდ მეორე დღეს ოდესის ოლქის ახალმა გუბერნატორმა, თავის უკრაინელ ფავორიტ მდივანთან ერთად ოდესის ადმინისტრაციაში ჩატარებულ თათბირზე, ფროიდისეული წამოცდენა გააკეთა, როცა დაიყვირა: „თქვენ მე აბსოლუტური სულელი გგონივართ?!“ (ვიდეო იხ. აქ).
არა, მიშა, სულელი ნამდვილად არ ხარ! გარდა იმისა, რომ „სიმამაცის“ დემონსტრირება მოახდინე და პიარიც გაიკეთე ოდესელებთან კაფეში ლაყბობით, ახლა შენ ყოველთვის ირინა ანგელოვასთან ჩახეთქავ მუქთად, როგორც ამას თბილისის რესტორნებსა და სახინკლეებში აკეთებდი!
საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 6 ივლისი,
საქართველო, თბილისი
![]() |
![]() |
![]() |