რედაქტორისგან
რუსეთთან ურთიერთობა ფუჭდება ისე, რომ დარეგულირებაც ვერ მოასწრო - ხიდაშელი ანადგურებს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მიღწევებს! - რა უთხრა ხიდირბეგიშვილს რუსეთის გენშტაბის უფროსმა ბალუევსკიმ 8 წლის წინ...

1-arn-pol-1-mtგასაოცარია: ქართველები 2 საუკუნე ცხოვრობდნენ რუსებთან, მათ შორის - 70 წელი სსრკ-ში, თუმცა, როგორც დღეს დასავლური გავლენის აგენტები - თბილისელ ექსპერტთა, NJO-თა და ჟურნალისტთა უმრავლესობა - გვარწმუნებენ, რუსეთი - საქართველოს მტერია, ამერიკა კი, რომელიც საქართველოში 12 წლის წინ მოვიდა, მეგობარი...

თავი დავანებოთ ზემონახსენებ უცხოეთის აგენტებს, რომლებიც არაერთი წელია ვაშინგტონის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ და შევხედოთ რუსულ მედიას - უმრავლესი რუსი ანალიტიკოსისა და პოლიტოლოგის ვრცელ ლაყბობას საქართველოს სიტუაციისა და არარსებული რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ... რად ღირს თუნდაც უნიჭო ღონისძიებები ვირტუალური მიზნებით, რუსული მხარე საქართველოში სპონტანურად რომ ატარებს ქართველი საზოგადოებისათვის უცნობი „საზოგადო მოღვაწეების“, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით?! ნუთუ 2 საუკუნე რუსები ქართველებთან მხოლოდ ღვინოს მიირთმევდნენ და სადღეგრძელოებს უსმენდნენ?! ნუთუ რუსეთისთვის საკმარისია საქართველოში ჰყავდეს ისინი, ვინც, ჩვეულებრივ, იკრიბება „მრგვალ მაგიდებსა“ და ტელეხიდებზე „მოსკოვი- თბილისი“?!

რასაც ვერ იტყვი აშშ-ზე: ამერიკელები მაგარი ბიჭები არიან და ეს 12 წელი ფუჭად არ დაუკარგავთ, ამიტომ დღეს, რუსებისგან განსხვავებით, კარგად ფლობენ სიტუაციას საქართველოში. მათთვის სულერთია - მოსწონს ეს უმრავლესობას თუ არა, სამაგიეროდ, დღეს საქართველოში ნებისმიერმა მზარეულმა კონკრეტულად იცის - რა სურს ამერიკას საქართველოსგან, რას აკეთებდა აქ გუშინ, აკეთებს დღეს და მოიმოქმედებს ხვალ!

ამიტომ სასაცილოა აშშ-ის სახდეპის მიერ დე-ფაქტო ქართულ ოპოზიციასთან - სააკაშვილთან, ალასანიასთან და მარგველაშვილთან ერთად წამოწყებული კამპანია ხელისუფლების - ღარიბაშვილის და ივანიშვილის წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთისკენ საქართველოს მიბრუნებაში ადანაშაულებენ! სინამდვილეში, ყველაფერი ზუსტად პირუკუ ხდება: საქართველო საბოლოოდ აქცევს ზურგს რუსეთს და ეს სულაც არ არის პრემიერ ღარიბაშვილისა და ექსპრემიერ ივანიშვილის ბრალი. აშშ-მა ისინი მთლიანად ჩამოაშორა საგარეო პოლიტიკის საჭეს, აი ეროვნული ვალუტის შეკავება, დასაქმება, მოსახლეობის მკურნალობა და გამოკვება, გზებისა და ლტოლვილებისათვის სახლების შენება, სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და ოჯახებისთვის ზარალის ანაზღაურება - სწორედაც რომ მათი საქმეა! თანაც, ამუნათებენ, თუ რაღაც ისე ვერ არის, ანდა თუ მილიარდერი ივანიშვილი კვლავაც ჯიბეზე ხელს არ გაიკრავს...

საქართველოს ბედი კი აშშ-მა ქართველი ხალხისთვის უკიდურესად ანტიპათიურ რესპუბლიკელებს - თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს (საქართველოს მომავალ პრეზიდენტს) და მის მეუღლე - პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს (მომავალ პრემიერ-მინისტრს) მიანდო. მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ საქართველოში ნულოვანი რეიტინგი აქვს და რამდენიმე ათეულ წევრს ითვლის, რომელთაგან ყველა ხელისუფლების სათავეშია დასაქმებული - პარლამენტარები და პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

დიახ, ვაშინგტონელმა პატრონებმა დღეს საქართველოში არა მარტო აშშ-ის ელჩი შეცვალეს, არამედ ზრახვებიც: თუკი 2012 წელს აშშ „ნაცმოძრაობის“ შენარჩუნებას გეგმავდა, როგორც „ქართული ოცნების“ ერთადერთი ოპოზიციისა და შემცვლელის, ახლა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადაწყვეტილია ისევ ორი ძალის გაყვანა, ოღონდ უკვე ხიდაშელის „რესპუბლიკელებისა“ და ალასანიას „დემოკრატების“. ამჟამინდელი პრეზიდენტი მარგველაშვილი მეგობრებთან ერთად და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის „ნაციონალები“ დანამატებად მოევლინებიან ორივე მხარეს - შეავსებენ ორი, საქართველოში არაპოპულარული პარტიის მწირ ელექტორატს. პარტია „ქართული ოცნება“ კი, USA-ს გეგმით, სრულებით გავარდება თამაშიდან - იმიტომ, რომ მისმა ლიდერმა - ღარიბაშვილმა - ვერ გაიარა ამერიკული „ალკოტესტი“: ქართველობის „პროცენტი“ მაღალი აღმოუჩნდა, რასაც შედეგად დაუმორჩილებლობა მოაქვს...

რა შეუშლის ხელს აშშ-ს საქართველოში ზემოაღწერილი პროექტის განხორციელებაში? ვერაფერი, იმიტომ, რომ დღეს ფსონი შედარებით ადექვატურ კანდიდატურებზე კეთდება: გენდერულად დაბალანსებული ხიდაშელი-უსუფაშვილის წყვილი, ლგბტ-ს უფლებების დამცველი ძმებ ბერძენიშვილები და დანარჩენი რესპუბლიკელები - გეი-ქორწინებების მომხრეები სააკაშვილზე გაცილებით საშიში არიან, იმიტომ, რომ მათ არ უწამებიათ და არ დაუხოცავთ ათობით ათასი ადამიანი და არ მოუწერიათ ხელი რუსეთთან, მედვედევის სახით, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მიღება-ჩაბარების აქტისთვის „ნოტარიუს“ სარკოზის თანდასწრებით! ანუ, მათ ხელებს არ აცხია სისხლი და არც დანაშაულის კვალი, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა სააკაშვილი გააძევა, ამიტომ, თითქოსდა, ბრალსაც ვერ წაუყენებ... თუმცა, სააკაშვილის შემცვლელად ქართველმა ხალხმა ისინი კი არა, ბიძინა ივანიშვილი აირჩია, რომელმაც თავის პირველივე პრესკონფერენციაზე, 2011 წის 1 ნოემბერს, განაცხადა: „არა მგონია, რუსეთს საქართველოს დაპყრობა უნდოდეს“. ანუ, საქართველოს ხალხმა მაშინ მხარი დაუჭირა რუსეთთან არა კონფრონტაციის, არამედ დარეგულირების კურსს, რასაც ამერიკელები „ჯიქურ ვერ ხედავენ“.

დიამეტრულად განსხვავებულს დეკლარირებს და აკეთებს ხიდაშელი - ქართულ ტელევიზიებსა და უმსხვილეს დასავლურ გამოცემებში (The Sunday Times, Neue Zürcher Zeitung, The Washington Post, EFE), ნატოს შტაბბინაში და სხვა ევროატლანტიკურ თავყრილობებზე. ხიდაშელის ცივი ანტირუსული რიტორიკის მიზანი, რომელმაც სააკაშვილის ისტერიულ გამოხდომებსაც კი გადაამეტა, ნატოს (ანუ აშშ-ის) რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსების გამართლებაა - თანაც, სრული კომპლექტაციით: რადარები, პლუს გამშვები დანადგარები, რაც საქართველოს რუსეთის პოტენციურ სამიზნედ აქცევს (რის თაობაზეც ჯერ კიდევ 2007 წლის აპრილში აფრთხილებდა რფ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი იური ბალუევსკი, ხოლო 2015 წლის 16 ივნისს რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა). ამიტომაც დასჭირდა ხიდაშელს 2 კონტრქტი - ფრანგულ და ამერიკულ კომპანიებთან: სავარაუდოდ, ფრანგებთან ხემოწერილი საქართველოში  რადარების, მეორე კი, რომელსაც ამერიკელებთან ამ დღეებში მოეწერება ხელი, დამჭერი რაკეტების გამშვებ დანადგარებს ეხება.

ამ ყველაფერს ქედმაღლური გულგრილობით მალავენ ქართველი ხალხისგან, როგორც „სამხედრო საიდუმლოს“, ფართო მასების გაუნათლებლობაზე მინიშნებით, რომელსაც, ტრადიციულად, შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს. საქართველოსა და მისი მოქალაქეების ბედს კვლავაც ამავე მოქალაქეების ზურგსუკან და მათ ნაცვლად წყვეტენ, „რუსთავი 2“-ზე და „იმედზე“ უაპელაციოდ და მანტრასავით უსასრულოდ გამეორებით, რომ „ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის უალტერნატივო არჩევანია“!

თუმცა, ამერიკელები და ევროპელები - მიამიტი ემოციური ქართველები კი არ არიან, საჩუქრები რომ ძალიან უყვართ! ისინი პრაგმატული და ანგარიშიანი ხალხია და ამიტომ ძვირფას საჩუქრებს არავის უკეთებენ, ხოლო საქართველოს სეკვესტრირებული ბიუჯეტი, თუნდაც მთლიანად, საკმარისი მაინც არ იქნება, თუნდაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები შემოდგომის ფასდაკლებითაც რომ შევიძინოთ.

მაშ ვინ იხდის ამ რადარებისა და დანადგარების საფასურს? ვინ ჩამოიტანს და დაამონტაჟებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას საქართველოში? და ვინ მართავს მას? პასუხი ერთია: აშშ - საქართველოს №1 პატრონი. თუმცა არა იმიტომ, რომ საქართველო დაიცვას, არამედ თავისი სამხედრო ბაზის - ნატოს ცენტრის დასაცავად, რომელსაც ხიდაშელი მალე გახსნის ვაზიანში! „საქართველოს №1 მტრის“ - რუსეთის სამხედრო ავიაციისა და რაკეტებისგან ეს მოწყობილობები ვერ დაგვიცავს, მაგრამ სარაკეტო დაჭერა თბილისის თავზე რომ მოხდეს, სასიხარულო არაფერია, რადგანაც რაკეტის 100 გრ ნამსხვევი 5-სართულიან ბეტონის შენობას საძირკვლამდე ხვრეტს!

1-anr-pol-1-1

იმ დროისათვის უსუფაშვილი უკვე დააკანონებს პარლამენტში გეი-ქორწინებებს, როგორც უწინ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი ლგბტ-ს დაცვაზე და ამ დღეებში სქესის შეცვლის შესახებ კანონს მიიღებს! მისი ცოლი ხიდაშელი კი პედერასტებს ქართულ ჯარში მსახურების ნებას დართავს, როგორც ამის უფლება ობამამ მისცა ამერიკულ არმიაში. შემდეგ თბილისის მერად აირჩევენ პედერასტს, როგორც ნიუ იორკში, და რუსთაველის პროსპექტზე ერთდროულად გაიმართება გაერთიანებული - სამხედრო და გეი - პარადი! ამისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - გადაიტანენ 17 მაისისთვის - ლგბტ-ს საერთაშორისო დღეს: რა აზრი აქვს ორჯერ გამოსვლას? ანდა ვინ არის უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე პედერასტები და ლესბოსელები?!

ზემოთქმულის შედეგად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებმა დღეს კვლავ გაუარესება დაიწყეს ისე, რომ დარეგულირებაც არ მოუსწრიათ: გასულ კვირას, ჟენევის მოლაპარაკებების 32-ე რაუნდზე, რუსეთმა პირველად უსაყვედურა საქართველოს ხელისუფლებას ტერმინისთვის „ოკუპაცია“, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდა: „მოხსენება ისეა შედგენილი, რომ მასში იოლად იკითხება რევანშიზმის იდეებისკენ დაბრუნება. საბრძოლო არგუმენტებით საუბარი სამხრეთ კავკასიაში ახლა სრულებით არ არის საჭირო და ეს უნდა ესმოდეთ თბილისშიც, სოხუმშიც და ცხინვალშიც. ამიტომ უნდა შევეცადოთ, ძალის გამოყენების გარეშე, ურთიერთობის გარკვეული ფორმების გამოძებნას იმ არსებული პრობლემების დასარეგულირებლად, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში წარმოიქმნა“, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებას.

კიდევ, გასულ კვირას, საქართველოს ისუტიციის სამინისტროს მოთხოვნის პასუხად, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის 2006 წელს რუსეთიდან მათი მასობრივი დეპორტაციის გამო მიყენებული მორალური ზარალის საკომპენსაციოდ  70.32 მლნ ევროს გადახდის თაობაზე, რფ-ის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა საქართველოსთან შეთანხმებაზე დამნაშავეთა ორმხრივი გადაცემა - ექსტრადიციის შესახებ.

აი ასე ანადგურებს ხიდაშელი ექსპრემიერი ივანიშვილის ყველა მიღწევას რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით, რომელსაც პრემიერი ღარიბაშვილი პირნათლად აგრძელებს! „რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება აუცილებელი იყო. მეზობელ ქვეყანასთან არ შეიძება სხვაგვარი ურთიერთობების ქონა! ჩვენ გავმიჯნეთ ერთმანეთისგან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური დიალოგი და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით დიდ წარმატებებს მივაღწევთ!“ - განაცხადა წინა კვირას პრემიერმა „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

1-arn-pol-1-2

P. S.

2007 წლს 27 აპრილი: არნო ხიდირბეგიშვილის შეხვედრა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსთან, არმიის გენერალ იური ბალუევსკისთან

არნო ხიდირბეგიშვილი: სალამი, იური ნიკოლაის ძევ! უკანასკნელად ჩვენ ერთმანეთს გორში შევხვდით 1997 წელს, როდესაც პაველ გრაჩოვმა საქართველოში მთელი რუსული გენერალიტეტი, ჯარის ყველა სახეობის სარდლები ჩამოიყვანა...

იური ბალუევსკი: გამარჯობა, არნო! ძალიან მიხარია, რომ საქართველოში, თურმე, ისევ ვახსოვარ და ყველა არ მლანძღავს!

..: რას ბრძანებთ! თქვენ ყველაზე მშვიდობიანი გენერალი ხართ, რომელსაც ვიცნობ. იმ ბანკეტს დავუბრუნდები და მინდა, ვთქვა, რომ მაშინ სუფრასთან ერთად ვისხედით, მაშინ ჩვენი ქვეყნებიც ერთად იყვნენ! ეს ძალიან მიხაროდა და ჩვენი მომავალი არ მაღელვებდა.

გავიდა 10 წელი... მინდა გკითხოთ – დაგვიცავენ კი სათანადოდ აშშ, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „პრო“? მოვხვდებით ამ სისტემის ეფექტიანობის ზონაში?

აი, თქვენ პრესკონფერენციაზე აღნიშნეთ: როგორც კი რუსეთი დაინახავს, რომ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტებიდან მის უსაფრთხოებას რაიმე ემუქრება, ეს ობიექტები მყისვე რუსეთის შეიარაღებულ ძალთასტრატეგიულ, ბირთვულ თუ სხვა, ეს უკვე ტექნიკის საქმეადაგეგმვის ობიექტებად გადაიქცევა“. რა მოელის საქართველოს ასეთ შემთხვევაში?! მე ვიცი, რომ თქვენ, იური ნიკოლაის ძევ, არასოდეს გასცემთ სროლის ბრძანებას თქვენთვისაც მშობლიურ საქართველოზე...

..: ძალიან მიხარია დღეს აქ თქვენი ნახვა! საქართველოში სამსახურის წლებს – 90-იანი წლების დასაწყისს – ყოველთვის დიდი სითბოთი ვიხსენებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს როგორც რუსეთის, ისე საქართველოსთვის მძიმე პერიოდი იყო...

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას – შემეძლო მეთქვა: მიმართეთ უშუალოდ ჩემს ამერიკელ კოლეგებს! პირადად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ათწლეული ან, შესაძლოა, ასწლეულებიც დასჭირდება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც თქვენთვის ასპროცენტიანი გარანტიის მოცემას შეძლებდა, ანუ რომლის გარღვევა შეუძლებელი იქნებოდა. ის, რასაც დღეს ამერიკული მხარე გვთავაზობს – დამჭერ-გამანადგურებლების კინეტიკურებით შეცვლა – უხეშად რომ ვთქვათ, იგივეა, ტყვია ტყვიაში რომ მოახვედრო, და ეს ძალიან ძნელად მისაღწევია. ხოლო იმ განცხადებებს, რომ 36 ცდიდან 26 წარმატებით დამთავრდა – არასოდეს დავიჯერებ: როგორც ჩანს, ადგილი აქვს ფაქტების გაყალბებას, რადგან თავად ამერიკაში აღიარეს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ცდებმა, თუკი ისინი საერთოდ ჩატარდა, ძალზე შეზღუდული და დაბალეფექტიანი შედეგი აჩვენა.

..: იური ნიკოლაის ძევ, დავუშვათ, სასწაული მოხდა – საქართველოს პრეზიდენტმა ყურად იღო ჩემი, როგორც პოლიტოლოგის, აზრი და საქართველომ სამხედრო და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გზის განხილვა დაიწყო: იქნება თუ არა ასეთ შემთხვევაში რუსეთი ამ ნეიტრალიტეტის გარანტი?

..: თუ საქართველო ნეიტრალიტეტის პოზიციაზე დადგება, ჩვენი მისდამი დამოკიდებულება შეგვეძლება შევადაროთ ჩვენს ურთიერთობას, მაგალითად, ფინეთთან. ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი ფინეთში, რომელიც არ შედის ნატოში, თავისი გასაგები ეროვნული პოლიტიკა აქვს და, ამავე დროს, ჩვენი მეზობელია. ვისურვებდი, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა, მინიმუმ, ფინეთთან ურთიერთობაზე არაფრით უარესი არ იყოს! ეცადეთ, (გადადის ქართულ ენაზე) არც მწვადი დაწვათ, არც შამფური“!

და კიდევ: არნო, როდესაც ჩვენს 10 წლის წინანდელ შეხვედრას იხსენებდით, თქვენ წარმოთქვით სიტყვები – „უკანასკნელად შევხვდით...“. მინდა, გითხრათ: ხომ ხედავთ, არც მაშინ, არც ახლა ერთმანეთს უკანასკნელად არ ვხვდებით! ოღონდ გახსოვდეთ, ჩემო ძვირფასებო, რომ თანამშრომლობაეს ქუჩაა ორმხრივი მოძრაობით!


საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 6 ივლისი
საქართველო, თბილისი

1-arn-pol-1-3

უნიკალური ფოტო: აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ხანჯლით - იმის ნიშნად, რომ მასთან ერთად დგანან ამერიკის მთავარი ემისრები საქართველოში: რესპუბლიკელები - პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი, მისი მეუღლე - თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გვენეტაძე, ასევე, სამი, საქართველოში ყველაზე ძლიერი არსამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

ფოტოზე ასევე გამოსახული არიან: ერთ-ერთი ამ არასამათვარობო ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ახალგაზრდა იურისტების ასოციაციის ექს-თავმჯდომარე ანა დოლიძე, დღეს - თავდაცვის მინისტრის მოადგილე, უკანა პლანზე კი წითელი კაბით შემოსილი საგარეო საქმეთა ექსმინისტრი მაია ფანჯიკიძე, ალასანიას ცოლისდა.