პუბლიკაციები
საქართველო და აზერბაიჯანი – კადრების სამჭედლო „ისლამური სახელმწიფოსათვის“

1-igil-zar-1-mtსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი.  „საქართველო აზერბაიჯანი და სომხეთი ერთი და იგივე საშიშროების წინაშეა – განაცხადა პოლიტოლოგმა ივან ლიზანმა, და ეს საშიშროება  ისლამური სახელმწიფოა“. გარდა ამისა აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი ბოევიკების მთავარი მიმწოდებელია ისლამური სახელმწიფოსათვის. ასობით აზერბაიჯანელი შეუერთდა ისლამური სახელმწიფოს ძალოვანებს სირიაში და იზრდება საშიშროება იმისა, რომ ბრძოლებში გამოწრთობილი ბოევიკები აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ წამოვა.

სირიაში მებრძოლი ცნობილი აზერბაიჯანელი ბოევიკების თავკაცი ხატაბ ალ–აზერი უკვე სიტყვიერად დაუპირისპირდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას და სეკულარიზმსა და კორუფციაში ამხილა. ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანის მედია იუწყებოდა ისლამური სახელმწიფოს მხარეზე სირიაში მებრძოლო პროფესიონალი ბოევიკის რაშად ბახშალიევის სიკვდილის თაობაზე.

რაც შეეხება საქართველოს, რამდენიმე დღის წინ პანკისში სირიაში დაღუპული 23 წლის ქისტი ბოევიკი თურფალა ბორჩალაშვილი დაიტირეს. იგი ქალაქ ქობანთან ბრძოლებში დაიღუპა. საქართველოსა და აზერბაიჯანში არის რაიონები საიდანაც ახალგაზრდები ისლამური სახელმწიფოში გარბიან. საქართველოში ეს რაიონია პანკისის ხეობა, აზერბაიჯანში – ავარებისა და ლეკების დასახლება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩეჩნეთის ომის დროს საქართველოსა და აზერბაოჯანის ეს რაიონები ზურგს უმაგრებდა ჩეჩენ ბოევიკებს. პანკისში იმალებოდნენ:  საველე მეთაური რუსლან გელაევი და 1999 წლის მოსკოვის ტერაქტის სამი მთავარი ეჭვმიტანილი. აზერბაიჯანი კი წარმოადგენდა ფინანსებისა და იარაღის გარდამავალ ბაზას აჯანყებული ჩეჩნენი ბოევიკებისათვის. აგრეთვე აზერბაიჯანში განთავსებული იყო ბაზები ბოევიკების მოსამზადებლად და დაჭრილების სამკურნალოდ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის დეპრესიული რეგიონები ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები არიან. „აქ ცხოვრება უაზრობაა, ახალგაზრდებს მხოლოდ ერთი საქმე აქვთ – სოფლის ბირჟაზე ისხდნენ, კარტი ითამაშონ და უაზრო ლაპარაკი მოისმინონ – ყვება ექსპერტი – სამწუხაროდ, ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუნათლებელი ახალგაზრდაა, რომლებიც იოლად ეგებიან ისლამური სახელმწიფოს მომხრეთა ანკესზე. ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მძიმე  სოციალური ყოფის და კორუფციის მაღალი დონის გამო ძალიან ბევრს  მომავლის იმედი გაუცრუვდა,“ – აცხადებს აზერბაიჯანელი ექსპერტი ზარდუშთ ალიზადე.

1-igil-zar-1-1 1-igil-zar-1-2