სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

1-Her-samart-2საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა გივი . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე -დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული 2,9054 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 2,0294 გრ ჰეროინს შეიცავს. ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულია 1 ძირი კანაფი, რომლის წონა 67,43 გრამია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.