საზოგადოება
თიანეპტინის შემცველი პრეპარატები ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში შევა. ცვლილება კანონში შედის, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.
კანონის ამოქმედების შემდეგ კი, თიანეპტინის შემცველი წამლების მფლობელობა და ბრუნვაში მიმოქცევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.
ქვეყანაში ნარკომანების 70 პროცენტი კოაქსილომანია. ანტიდეპრესანტს კუსტარული ნარკოტიკის დასამზადებლად იყენებენ, რასაც ურთულესი შედეგები აქვს. მისი ინტენსიური მოხმარება კი სისხლძარღვების დაავადებას, განგრენას, სიბრმავესა და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს.