რედაქტორისგან
სააკაშვილი „ძალიან წუხს“, რომ უკრაინაში „უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა (ზღვაში დაიხრჩო)“ მის მიერ მოტყუებული ქართველი - საქინფორმი

1-Zal-polit-3-red-mtსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საერთაშორისო ტერორისტისა და სამხედრო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობას თუ გაუტოლდება. საკმარისია გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოში და დღემდე მიმდინარე ბინძური ომი უკრაინაში - მშვიდობიანი მოსახლეობის წანააღმდეგ რეგულარული არმიისა და პროფესიონალი დაქირავებული მებრძოლების (საქართველოში - უკრაინელების, უკრაინაში - ქართველების) გამოყენებით. სააკაშვილის მიერ გაჩაღებული ომების შედეგად საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები გამოეყვნენ და თავისი დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადეს (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები).

2015 წლის 2 ივლისს, ოდესაში საქართველოს პროკურატურისგან მიმალული სააკაშვილი, თავის Facebook-გვერდზე, როგორც ყოველთვის, უთავბოლოდ, წერს:

„ქართველი ოფიცერი კოტე ლაშხია, რომელიც მარიუპოლს იცავდა, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა (ზღვაში დაიხრჩო). მანამდე კი, საბრძოლო დავალებების შესრულებისას დაიღუპნენ ქართველი ოფიცრები გიორგი ჯანელიძე, ალექსანდრე გრიგოლაშვილი, თამაზ სუხიშვილი და ასობით ქართველი იცავენ უკრაინას სხვადასხვა საბრძოლო ნაწილებში. ის სოხუმელი იყო და მიაჩნდა, რომ უკრაინის დაცვით, მშობლიური აფხაზეთის დაბრუნებისათვის გზას ხსნიდა. მას შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ძალიან ვწუხვარ...“

ასეთი კომენტარი გაუკეთა სააკაშვილმა მორიგი, მის მიერ უკრაინის სამოქალაქო ომში გადაბირებული ქართველი ოფიცრის დაღუპვას, რომელიც იძულებული იყო ნეოფაშისტების - ბანდერელების მხარეზე ებრძოლა, რათა შეენახა თავისი, დღეს დაობლებული მცირეწლოვანი შვილი და დაქრივებული ფეხმძიმე მეუღლე. თუმცა, მანამ, სანამ სააკაშვილმა ამ ოჯახს მარჩენალი წაართვა, მანამდე ლაშხიას წაართვა სამშობლოში - სოხუმში დაბრუნების იმედი...

საქინფორმის რედაქცია

1-Zal-polit-3-1 1-Zal-polit-3-2
1-Zal-polit-3-3