უცხოეთი
40 000–მა ებრაელმა ემიგრანტმა პუტინს რუსეთის მოქალაქეობა და ისრაელიდან ყირიმში დაბრუნება თხოვა

1evrei-zar-2-anსაქართველო, 2 ივლისი, საქაინფორმი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს 40 ათასმა ებრაელმა ემიგრნატმა ისრაელიდან თხოვნით მიმართა, რათა რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭოთ და ყირიმში დააბრუნონ. ყველა მათგან სასაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წავიდა ისრაელში საცხოვრებლად, ახლა კი დაბრუნება და სამშობლოს აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღება უნდათ. ამის თაობაზე რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია – „ყირიმის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების ფორუმის“ თავმჯდომარემ, ლეონიდ გრაჩმა განაცხადა.

„უკვე ოც წელზე მეტია, რაც ეს ადამიანები ეკონომიკურ განვითარებაში ეხმარება ისრაელს, მაგრამ ლტოლვა „მცირე სამშობლოსადმი“, სიყვარული ყირიმისადმი დაუძლეველია. ისინი რუსული ენის მატარებლები და შესაბამისად რუსული კულტურის მემკვიდრები არიან, რუსეთისადმი სიყვარულს უფრთხილდებიან და აღფრთოვანებით შეხვდნენ ყირიმის გაზაფხულს, რამაც იმედი ჩაუსახათ, რომ სამშობლოში დაბრუნდებიან“, – ნათქვამია ლეონიდ გრაჩის მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტის, პუტინისადმი.

პოლიტიკოსის სიტყვებიდან გამომდინარე, ყირიმში დაბრუნების მსურველთა დიდი უმრავლესობა სხვადასხვა დარგის კვალიფიცირებული პროფესიონალები არიან, რომლებიც ყირიმს დღეს ძალიან სჭირდება.