სამართალი
ასოციაცია - „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ პროექტის „მოსამართლეთა როლის გაუმჯობესება სისხლის სამართლის პროცესში“ განხორციელება დაიწყო, რომელიც დაფინანსებულია სოროსის ფონდის მიერ

1-asoc-samart-2საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. პროექტის მიზანია სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა საქართველოში. პროექტის ფარგლებში მომზადდება სამი პოლიტიკის დოკუმენტი შემდეგ საკითხებზე: 1. მოსამართლის უფლება მხარეთა ნებართვის გარეშე დამაზუსტებელი კითხვის დასმის შესახებ;

2. მოსამართლის უფლება, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს რეაგირება მოახდინოს პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, თუ მისი უფლებები სავარაუდოდ ირღვევა დახურულ დაწესებულებაში;

3. საპროცესო შეთანხმების განხილვის დროს მოსამართლის უფლება, რომ შესწორებები შეიტანოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ სასჯელში.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შემუშავდება საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები, რის შემდგომაც ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად განახორციელებს ადვოკატირების კამპანიებს, რომელიც ხელს შუწყობს წარდგენილი რეკომენდაციების კანონდებლობაში დანერგვას.