პუბლიკაციები
საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
ა) ტურისტი - 197 537 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,4%);
ბ) ტრანზიტი - 131 710 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 80%);
გ) სხვა - 167 511 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -12%).
რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 332 303 ვიზიტი განხორციელდა, რაც 3,5%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2015 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-19,8%), აზერბაიჯანიდან (+15%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+47%) და უკრაინიდან (-5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა.