უცხოეთი
პრესკონფერენცია: „III ქართულ-რუსული ფორუმი“

1presk-zar-1საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. დღეს რია ნოვოსტის თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში, 18:00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მესამე რუსულ-ქართული ფორუმის - „არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ეკოლოგიური უფლებების დაცვაში“ მუშაობის დაწყებას ეძღვნება. თავად ფორუმი თბილისში 2015 წლის 3 ივლისს გაიმართება და კავკასიის ეკოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნება: მთიანი ტერიტორიების ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, გლობალურ კლიმატურ ცვლილებებსა და მათ გავლენას კავკასიის მთიან ტერიტორიებზე, მედიაში ეკოლოგიური თემატიკასა და ამ სფეროში ერთობლივ რუსულ-ქართულ პროექტებს.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება  მოსკოვის ოსტანკინოს ტელევიზიისა  და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის სტუდენტების გაცნობითი ხასიათის ვიზიტი საქართველოში, რომლებიც რამდენიმე სიუჟეტს მოამზადებენ ჩვენს ქვეყანაში: მედიის რეფორმა, კულტურა, ეკოლოგია, იუსტიციის სახლის მუშაობა და ფორუმის შედეგები.

პრესკონფერენციის მონაწილენი:

-თანამშრომლობის ქართული ფორუმის დირექტორი თემურ ქობალია;

-იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის არაკომერციული ორგანიზაცია იურისტების კლუბის დირექტორი, თანამშრომლობის ქართული ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მარია კანევსკაია;

-„ოსტანკინოს“ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის PR-განყოფილების ხელმძღვანელი ირინა კოროლიოვა;

-„ოსტანკინოს“ ტელევიზიისა დ არადიომაუწყებლობის ინსტიტუტის სტუდენტები.

ცნობები მიირება ტელეფონი: 224 46 77; 555 90 89 77.