უცხოეთი
აშშ-ის საელჩოს კიევში სისხლიანი ხორცის ნაჭრები ესროლეს (ვიდეო)

1-kiev-mtavariსაქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. გასულ ხუთშაბათს აშშ-ის საელჩოს წინ კიევში გასისხლიანებულ დოლარებს არიგებდნენ. ეს პერფომანსი უკრაინის საქმეებში ვაშინგტონის ჩარევის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად „მემარცხენე ოპოზიციის“ აქტივისტებმა მოაწყვეს. თავიდან ამერიკული დიპმისიის შენობის კედლებთან ღორის გულებიანი ქილები დააწყვეს. თითოეულ ქილაზე ფერადი რევოლუციებისგან დაზრალებული სახელმწიფოების დასახელება და დროშები იყო აღბეჭდილი. „აქ მოვედით, რათა განვაცხადოთ: ამერიკელებო, გეყოფათ ჩვენს შიდაუკრაინულ საქმეებში ჩარევა, - განმარტა აქციის მოტივი „მემარცხენე ოპოზიციის“ ერთ-ერთმა კოორდინატორმა მიხაილ კონონოვიჩმა, - გეყოფათ ჩვენი ხალხის ხოცვა და დონბასში ომის დასპონსორება. კმარა ჩვენი სამშობლოსა და მთელი სლავური სახელმწიფოების დატერორება. ჩვენს აქციას ჰქვია „აჩუქე გული ამერიკის შეერთებულ შტატებს“. აქ ხედავთ ქვეყნებს, სადაც ამერიკის მიერ დაფინანსებული ე. წ. მაიდნები მოხდა. ხალხმა ირწმუნა ამ ნაციის და ნახეთ, რა უქნეს. სისხლში ჩაახრჩვეს, ინფრასტრუქტურა გაუნადგურეს. მათ სურთ, რომ უკრაინელები ფინიებივით ისხდნენ ამ კარის წინ და ელოდონ ვიზებს, რათა ამერიკული საჯდომები წმინდონ“. „ჩვენი პოლიტიკური შიდაუკრაინელი აფთრები მაიდანზე იყვნენ და სისხლიანი დოლარები მიიღეს ამერიკელებისგან, - დასძინა კონონოვიჩმა, - ამ დოლარებზე გაყიდეს თავისი ერი, სამშობლო და ხალხი“.

ამის შემდეგ მოპიკეტეებმა ჩართეს ამერიკის ჰიმნი, რომლის ჰანგებზეც აშშ-ის სამხედრო ფორმაში ჩაცმული პერფომანსის ერთ-ერთი მონაწილე ღორის სისხლში ამოსვარეს. შემეგ მან სუვერნირული დოლარების დასტა აიღო და ჯერ ალყად მდგომ პოლიციელებს, შემდეგ კი ვიზების რიგში მდგარ ხალხს შესთავაზა.

შემდგომ მან ქილებიდან ღორის გულები ამოიღო, ასფალტზე დაყარა და ფეხით შედგა (ვიდეო იხ. აქ).

„მთელ მსოფლიოში სისხლი იღვრება, - აღნიშნა კიეველმა იგორ პლიცინმა, რომელიც ამერიკელის როლს ასრულებდა, - ახლა სისხლი იღვრება ჩემს მშობლიურ უკრაინასა და დონბასში“.

1-kiev-1-1 1-kiev-1-2
1-kiev-1-3 1-kiev-1-4
1-kiev-1-5 1-kiev-1-6
1-kiev-1-7 1-kiev-1-8