ბაჩუკი ჟორდანია და ლევან გვარჯალაძე მცხეთასთან ავარიას ემსხვერპლნენ

საქართველო, 30 ივნისი,
საქინფორმი. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე
ვახტანგ (ბაჩუკი)
ჟორდანია და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი
ლევან გვარჯალაძე მცხეთასთან მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლნენ - ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქით" ვრცელდება.
საქინფორმის კოლექტივი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ღრმა თანაგრძნობას უცხადებენ ხათუნა ჟორდანიას, დაღუპულის ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს.