სამართალი
„ჩვენი მთავრობის მხრიდან ყოველთვის არსებობდა ეროვნულ ბანკთან კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი, რადგან ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ!“ - პრემიერი ღარიბაშვილი

1-banki-samart-2-analit-8საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. პოპულარული ქართული გაზეთი ასავალ დასავალისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავიდანვე გაუგებრობა და კომუნიკაციის ნაკლებობა იყო მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის:

ეროვნული ბანკის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მხრიდან შესაძლებელი იყო, მოსახლეობისთვის უფრო კარგად აგვეხსნა, თუ რა იწვევდა ლარის კურსის ვარდნას, რაც, პირველ ეტაპზე, სათანადოდ ვერ გაკეთდა. საერთოდ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დოლარიზაციის მაღალი დონე. ჩვენს მოქალაქეებს ბანკებიდან სესხები აღებული აქვთ დოლარში. ლარში რომ ჰქონდეთ აღებული, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მათთვის ასეთი მტკივნეული არ აღმოჩნდებოდა. შესაძლოა, კურსის ვარდნა არც კი ეგრძნოთ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი შეთანხმებულად უნდა მუშაობდნენ!", - განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ კი, პრემიერმა განაცხადა, რომ მისი თანამდებობრივი პოზიცია არ აძლევს საშუალებას, ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელს რამეში ღიად დასდოს ბრალი.