სამართალი
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკვე მესამე მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარდა
1-meropriatie-samart-1საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. 2015 წლის 27 ივნისს თბილისის გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ხელმძღვანელი გიორგი თევზაძე) და „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის“ (ხელმძღვანელი ქეთი ბარათელი) ორგანიზებით, საასჯელაღსრულების დაწესებულებებში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა 327 პატიმარს. აქციაში მონაწილე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა, ასევე სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა მსჯავრდადებულებს ჩაუტარეს შესაბამისი კონსულტაციები და ჯანმრთელობის შემოწმება.